superdry

იყო და არაიყო რაა.. Ფემინიზმის წარმოქმნამდე კეთილშობილი ახალგაზრდა ქალბატონებისგან, მოითხოვებოდა მხოლოდ კორსეტში ჩატევა, მისი ზონრების მჭიდროდ შეკვრა და ვახშამზე მშვიდად ჯდომა. Მაგრამ დრო იცვლება და გასული საუკუნის 20 წლებში დაწყებული როგორც ქალბატონების და მამაკაცების გარედერობის ევოლუცია გრძლდება, დღეს პოსტპანდემიურ ეპოქაში, როცა ძალიან ბევრი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას პირად კომფორტს, სადაც წაიშალა ზღვარი სპორტულ, კლასიკურ და სახლის ლუქებს შორის, თითქოს საუკეთესო არჩევანია სპორტული სეტი, რომელიც ასევე ზოგავს დროს და ხსნის მუდმივ დილებას “რა ჩავიცვა”კითხვის სახით.

 

Მაშ როგორ შევარჩიოთ უნივერსალური სპორტული კოსტუმი ყოველდღიური აქტივოვბებისთვის?  მოსახერხებელი და პრაქტიკული, რომელიც  იდეალური იქნება ნებისმიერი სიტუაციისთვის?


 

თქვენ  არ ყიდულობთ გამოსასვლელ კაბას თუ კოსტუმს, მოდელის, სილუეტის, ქსოვილის და ა.შ. სათანადო ანალიზის გარეშე? იგივე ეხება კომფორტულ სპორტულ სეტს. ასეთი სამოსის არჩევანი მაქსიმალურად გააზრებული და რაციონალური უნდა იყოს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მნიშვნელოვან პარამეტრებს:

 

  • ხარისხში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. სპორტული სამოსი, როგორც წესი, საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენება. ასე რომ, ის უნდა იყოს გამძლე, მდგრადი, სასიამოვნო სატარებელი. ასეთი უპირატესობებით შეიძლება დაიკვეხნოს მხოლოდ მაღალი ხარისხის სეტმა.

 

  • არანაკლებ მნიშვნელოვანია  სეზონურობა. შემოდგომის სეტი სხვადასხვა დათბილების და იზოლაციის შრეებით, შეიძლება ქურთუკის შემცვლელიც კი იყოს, ხოლო ზაფხულის კოლექცია იძლევა სიგრილის შეგრძნებას ცხელ ამინდშიც, რაც სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევს. Შესაბამისად სპორტული ტანსაცმელიც სეზონის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ.

 

  • მიუხედავად იმისა, როგორი სტილის სპორტულს არჩევთ? Არის ეს ოვერსაიზი თუ სლიმი, ზომა უნდა უყოს თქვენი სხეულის შესაბამისი. 

 

  • კოსტუმის დანიშნულება უფრო დეტალურ განხილვას იმსახურებს. Იმაზე თუ რა მიზნით იძენთ ნაკრებს დამოკიდებულია მისი ფორმა, მასალა, ფუნქცონალი და ა.შ. 

  • Ძირითადად ორი ტიპის რადიკალურად განსხვავებული სეტი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უშუალოდ სავარჯიშო, დარბაზისთვის შესაფერისი და ყოველდღიური, ქალაქისთვის. 

 

Როგორი მიზნითაც არ უნდა არჩევდეთ სპორტულ სეტს, მნიშვნელოვანია თქვენი შეგრძნებები, თქვენ უნდა გრძნობდეთ თავს კომფორტულად და თავისუფლად.

სტატიის ავტორი ანა დვალი, 2022-11-07